უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მარიამ გუგუნავა, ფრიდონ ბათნიძე და ნესტან ნაკაშიძე პორტუგალიის ეროვნული საარჩევნო კომისიის მოწვევით, პორტუგალიის ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, 10 ოქტომბერს, შეხვედრა შედგა პორტუგალიის ეროვნული საარჩევნო კომისიის წევრ როდრიგო როკეტთან და სერვისის ოფიცერ ლუიზა სერასთან. 12 ოქტომბერს, უსკოს წარმომადგენლები, კენჭისყრის დღის მიმდინარეობას ქალაქ ლისაბონში დააკვირდნენ, სადაც საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ საარჩევნო უბნის გახსნას და კენჭისყრის პროცესს.
13 ოქტომბერს, დასკვნითი შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გაიმართა, სადაც საუბარი ჩატარებული არჩევნების მიმდინარეობასა და მთავარ გამოწვევებს შეეხო.