

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა. ახალგაზრდებს უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია შეხვდა. მან არჩევნების რაობაზე, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის განმავლობაში უსკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
არჩევნების საერთაშორისო დღე ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) ინიციატივით 2005 წლიდან ყოველწლიურად, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.