აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2016-10-04
აჭარაში 308 506 ამომრჩეველია
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 308 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა

2016-10-03
უსკოში 7 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
დღეს, 3 ოქტომბერს, აჭარის ა.რ. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. 18:00 საათის მონაცემებით, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი, ასევე ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2016-09-28
კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევენებში მონაწილე სუბიექტებისთვის მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან კანდიდატურის მოხსნის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა

2016-09-28
28 სექტემბრის უსკოს სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 28 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.

2016-09-27
რეგისტრაციის გაუქმება
რეგისტრაცია გაუუქმდა ხელვაჩაურში, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატ ზურაბ ფუტკარაძეს

2016-09-26
N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება N43
საკუთარი განცხადების საფუძველზე, N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის N73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-ს მიერ წარდგენილ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს თამაზ ხმალაძეს.

2016-09-23
23 სექტემბრის სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 23 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო საბუთის სახე, ესენია: საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის და არჩევნების შემაჯამებელი ოქმების სახეები (ფორმები), ასევე ამავე ოქმებში შესწორების შეტანის ოქმების სახეები (ფორმები)

2016-09-20
20 სექტემბრის სხდომის შედეგები
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 20 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. განკარგულების შესაბამისად, თანდართული ნიმუშების მიხედვით დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა.

2016-09-19
პარტიულ სიები და გენდერი
წარმოგიდგენთ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში გენდერული საკითხების მიმოხილვას. სუბიექტების უმრავლესობას სიის პირველ ათეულში წარმოდგენილი ჰყავს საშუალოდ 3 ქალი კანდიდატი. (მინიმალური - არცერთი, მაქსიმალური 4 ქალი კანდიდატი)

2016-09-15
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაცია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 15 სექტემბრის N64, N66, N67 და N68 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა შემდეგი საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები: „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები,“ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის,“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა.“

2016-09-15
თავმჯდომარის განკარგულება N65
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 სექტემბრის N65 განკარგულებით საარჩევნო სუბიექტის „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიიდან ამოღებულია უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ლაშა მიქელაძე(პარტიული სიით N25 )

2016-09-14
უსკოს თავმჯდომარის 14 სექტემბრის განკარგულებები
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 14 სექტემბრის N52, N53, N55,N56, N57, N58, N60 და N62 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო სუბიექტების „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის,“ „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია,“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის,“ საარჩევნო ბლოკების „თოფაძე-მრეწველები,ჩვენი სამშობლო“ და „ჩვენები - სახალხო პარტია,“ ასევე საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პარტიული სიები.

2016-09-13
რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატები
დასრულდა მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატები შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინეს:

2016-09-13
პარტიული სიების შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა
13 სექტემბრის მდგომარეობით უსკოში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია. ესენია: ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია"; ,,მურმან დუბაძე, მედეა ვასაძე - ემსახურე საქართველოს"; ,,უსუფაშვილი - რესპუბლიკელები".

2016-09-10
უსკომ წარმომადგენლები აირჩია
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლები აირჩიეს. კანდიდატები 6 ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა

2016-09-09
რეგისტრაცია გაუუქმდა 5 საარჩევნო სუბიექტს
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 9 სექტემბრის N43, N44, N45, N46 და N47 განკარგულებით („აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 73-ემუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე), საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ 5 საარჩევნო სუბიექტს.

2016-09-08
უსკოში საკონკურსო განაცხადების მიღება დასრულდა
დასრულდა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად

2016-09-08
პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამოიწურა პარტიული სიების წარდგენის ვადა. ბოლო მონაცემებით უსკოში პარტიული სია წარადგინა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორისაა 11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი

2016-09-08
ინფორმაცია პარტიებისა და ბლოკების შესახებ
რეგისტრირებული პარტიები და საარჩევნო ბლოკები 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის:

2016-09-06
6 სექტემბრის სხდომის შედეგები
უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 6 სექტემბრის სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დანამატების ოდენობა განსაზღვრეს.

10/22 «პირველი 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016