აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კონკურსის გამოცხადება
05 სექტემბერი 2008
 
 
         აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებისათვის შექმნილ N-79 ბათუმის, N80 ქედის, N81 ქობულეთის, N82 შუახევის, N83 ხელვაჩაურის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთათვის თითოეულ საარჩევნო ოლქში თითო ვაკანტურ თანამდებობაზე.   კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა. წერილობითი განცხადება უსკოს სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი;
ა.ბ)  განათლება;
ა.გ)  სპეციალობა;
ა.დ) სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს);
ა.ე) სამუშაო ადგილი და თანამდებობა (თუ აქვს);
ა.ვ) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა;
ა.ზ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის ) მოწმობის შესაბამისად);
ა.თ)  საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);
            ბ. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
 ბ.ა) შრომითი ბიოგრაფია და საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილების აღწერა (თუ ასეთი გამოცდილება აქვს);
ბ.ბ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ.გ) ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით სამი ოთხზე;
ბ.დ) პირადობის    (რეგისტრაციის ) მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ.ე) საარჩევნო  ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის  ასლი.
 
           საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება  იწარმოებს უმაღლესი  საარჩევნო კომისიის სამდივნოში (მის:   ქ. ბათუმი, გოგებაშვილის 2)   2008 წლის 6 და 7 სექტემბერს.
 
 
 
 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016