აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია მეორე ტურის შესახებ
19 ნოემბერი 2020

 

2020 წლის 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს: ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.
არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქის 300 საარჩევნო უბანი. (მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი.). ჯამში ორ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 243 892 ამომრჩეველი. (N28 - 147 211, N30- 96 681). არჩევნების მეორე ტურისათვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბნებზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციას ამომრჩეველი მიიღებს უსკოს ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. (08 00 00 00 10).
გახსოვდეთ, პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა!
კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება!

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016