5 მაისის სხდომაზე, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2025-2027 წლების უსკოს სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტზე უსკოს სამუშაო ჯგუფმა იმუშავა, რომლის შემადგენლობაში უსკოს კომისიის წევრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და განყოფილების უფროსები იყვნენ.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის სტრატეგიული გეგმით განისაზღვრა ორგანიზაციის ორი ძირითადი პრიორიტეტი: ინსტიტუციური გაძლიერება და რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამომრჩეველთა ინფორმირება.
დოკუმენტი 2027 წლის ჩათვლით ორგანიზაციის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება.