აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2020-11-17
განცხადება
უმაღლესი საარჩევნო კომისია ეხმიანება საარჩევნო სუბიექტის ,,სახე პლიუსის ‘’ წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას ტვ 25-ის ეთერით, რომელიც მიზნად ისახავს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმართ. განვმარტავთ, რომ საარჩევნო სუბიექტის, „სახე+“ -ის თავმჯდომარემ, ედნარ ბაგრატიონმა განცხადებით მოგვმართა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოთხოვნით. კანონმდებლობის თანახმად დადგენილ ვადაში ჩვენს მიერ მიწოდებული იქნა საარჩევნო სუბიექტის მიერ მოთხოვნილი ოქმების ქსეროასლები (1010 გვერდი).

2020-11-17
უსკო-ს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი და განჩინება
უსკო-ს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი და განჩინება

2020-11-16
ამომრჩეველთა საყურადღებოდ!
21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში (28-ე ბათუმის და 30-ე ხელვაჩაურის, ქედის,შუახევისა და ხულოს) უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

2020-11-15
უსკომ არჩევნების მეორე ტურისათვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები დანიშნა.

2020-11-14
14 ნოემბრის სხდომა
დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა და განკარგულებით 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტური დანიშნა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის N-28 და N-30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

2020-11-12
ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2004 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების მიხედვით
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა მოამზადა. მონაცემები მოიცავს ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტულ მაჩვენებლებს 2004 წლიდან დღემდე.

2020-11-11
ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში 190 - მდე საჩივარი შევიდა. მათ შორის 90-მდე საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, დანარჩენი კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები (მათი დიდი ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა) ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები - კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

2020-11-08
ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების, პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება.

2020-11-02
31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო წინასწარი შედეგები
წარმოგიდგენთ შედეგებს 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 373 საარჩევნო უბნის საუბნო შემაჯამებელი ოქმებისა, რომლებიც უკვე ატვირთულია უსკოს ვებ-გვერდზე.

2020-11-01
31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველადი წინასწარი შედეგები 12:00 საათისათვის
მიმდინარეობს 2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების შეჯამება უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. უსკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთულია 292 შემაჯამებელი ოქმი

2020-10-31
20:00 საათის შემაჯამებელი ბრიფინგი
31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულდა. აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანზე დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურა. საკუთარი არჩევანი განახორციელა საარჩევნო უბანზე მისულმა 186 182 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 314 889 ამომრჩევლის 59,12% პროცენტს წარმოადგენს

2020-10-31
აქტივობა 17 საათის მდგომარეობით
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, 17 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46,39%, რაც რაოდენობრივად 146 085 ამომრჩეველია.

2020-10-31
აქტივობა 15 საათის მდგომარეობით
15 საათისათვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 35,97%, რაც რაოდენობრივად 113 269 ამომრჩეველია. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონაცემს 15 საათისთვის, 2016 წლის აქტივობა შეადგენდა- 35,32 %, რაც რაოდენობრივად არის 108 983 ამომრჩეველი.

2020-10-31
31 ოქტომბერი არჩევნების დღეა
დღეს საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. რეგიონის ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს 21 წევრს აირჩევს, 18 - პროპორციული სისტემით, ხოლო 3 - მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ, უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ყველა საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა, ჩატარდა წილისყრის პროცედურები და 8 საათიდან დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა.

2020-10-30
31 ოქტომბერი - საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი
31 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.

2020-10-29
უსკოში 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

2020-10-28
აჭარაში 314 889 ამომრჩეველია
2020 წლის 31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარაში 314 889 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დასრულდა.

2020-10-27
უსკოს საინფორმაციო აქცია
31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. აჭარაში, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი 4 სხვადასხვა ფერის ბიულეტენს მიიღებს: მწვანე და ყვითელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ხოლო ცისფერი და ვარდისფერი - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის

2020-10-26
25 ოქტომბრის სხდომა
გუშინდელ სხდომაზე უსკომ დადგენილებით განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე მათ შორის კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ უსკოს წევრებს, უსკოს წარმომადგენელებს და უსკოს აპარატის თანამშრომლებს.

2020-10-24
ვებინარი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’
23 ოქტომბერს, უსკოს ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა, რუსუდან ანანიაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ვებინარი გამართა.

3/22 «პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016