2023 წლის 25-26 ივნისს, იტალიის რესპუბლიკაში, მოლიზეს რეგიონში გამართულ რეგიონალურ არჩევნებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქალაქ კამპობასოში დააკვირდნენ.
29-30 ივნისს, ბათუმში, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, ევროპის საბჭოსთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” გამართა
მედიასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „მედიის განვითარება და საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები“ გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ორგანიზებით, ევროპის საბჭოს (CoE) პროგრამის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.